მელია “ოცნებას”: აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის

647

აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე, – ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს არ მოსთხოვენ პასუხს, ვინც, მისი თქმით, პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან „ისინი არიან მსხვერპლნი.“

“ძალადობენ, ახლაც ძალადობენ, არ გაგივათ. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე – არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც ახლა პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან ისინი არიან თქვენს მიერ დატყვევებული ადამიანები, მსხვერპლნი, რომლებიც ასევე უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.