ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში აცხადებენ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო.
როგორც მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, დასრულდება პოლიტიკური და პარტიული ნიშნით დევნა. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
“საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო, მნიშვნელოვანია ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში, ყველა უბანზე „ქართული ოცნება“ ახდენს ბეიჯიანი ძველი ბიჭებით დაწყებული ყველა იმ ადამიანის კოორდინაციას, რომელიც ამ კამპანიაში ჩართული ჰყავდათ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საუბნო კომისიებმა მშვიდად იმუშაონ. დაიწეროს შემაჯამებელი ოქმები, ოქმებში აისახოს ის განწყობები და შედეგები, რაც მოხდა ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში. დასრულდება სიძულვილის ენა, პოლიტიკური და პარტიული ნიშნით დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს”, – აცხადებს გიორგი კირთაძე.