“მთავარი არხის” ეგზიტპოლების მიხედვით, ქუთაისის არჩეული მერი ხატია დეკანოიძეა. მან პირველი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა თითოეული ხმის დაცვა:
“მე ერთი წუთი არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა. ვულოცავ ჩემს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, რომ საქარველოს მოქალაქეებმა თქვენ თავის სათქმელი. ახლა ჯერი არის ჩვენზე, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქის თითოეული ხმა. ეს არი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უბნებზე. ჩვენი წარმომადგენლები, დამკვირვებლები ყველანი არიან გმირები ისეთ სიტუაციაში მოუწიათ დღეს მთელი დღე და მინდა ყველას მოვუწოდო თითოეულ ხმას გაუფრთხილდნენ. ახლა აუცილებელია ეს შედეგი შევინაჩუნოთ” განაცხადა ხატია დეკანოიძემ და ხელისუფლბას მოუწოდა, “ნუ იკადრებენ უკადრებელს” ნურც ქუთაისში და ნურც დანარჩენ ქალაქებში.
ხატია დეკანოიძე – 53%, იოსებ ხახალეიშვილი – 47% – “მთავარი არხის” ეგზიტპოლით.