მამუკა წოწერია: ვართ დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინში, ველოდებით არჩევნების ოფიციალურ შედეგებს

296

ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში იმარჯვებენ „ქართული ოცნების“კანდიდატები, როგორც სამაჟორიტარო ოლქში, ასევე მერის კანდიდატი. მინდა, მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს. იყო მცდელობა, დაეძაბათ საარჩევნო გარემო, მაგრამ ეს ფაქტები დროულად იყო აღმოფხვრილი. ჩვენ ვართ დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინში. რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ შედეგებს და ამის შემდეგ ვიტყვით საბოლოო პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც ზუგდიდის მოსახლეობამ დააფიქსირა“, – განაცხადა წოწერიამ.

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.