სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი ახლადარჩეულმა მერმა, დავით ბახტაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაქტს ადასტურებს გრიგოლ დალაქიშვილიც.
“როდესაც ახალი მერი მოდის, კანონის თანახმად, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეები. დიახ, მე გავათავისუფლე პირველი მოადგილეობიდან გრიგოლ დალაქიშვილი და საკუთარი თავი, დავით ბახტაძე, როგორც მერის მოადგილე. მოადგილეების პოსტები სამტრედიაში ვაკანტურია”, – განუმარტა ახლადარჩეულმა მერმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის მხარის სახელმწიფო რწუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა. როგორც “გურია ნიუსი” წერს, მისი სამტრედიის მერის მოადგილედ გადაყვანა მერის მაშინდელმა მოადგილემ, დავით ბახტაძემ გააპროტესტა. საკადრო ცვლილებაც, ახლა უკვე მერის რანგში, ბახტაძემ სწორედ დალაქიშვილით დაიწყო.