კობახიძე: დამთავრდა ე.წ. ხელოვნური კრიზისი – 2024 წლამდე არავითარი არჩევნები და არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება

324

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ხელოვნური კრიზისი დასრულდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ევროპარლამენტარებთან შეხვედრები იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგი გაგრძელდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ქვეყანაში 2024 წლამდე არჩევნები აღარ ჩატარდება და არც მოლაპარაკებები იქნება.

“დამთავრდა ე.წ ხელოვნური კრიზისი მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, 3 წელი ამ ქვეყანას მიეცემა მშვიდად განვითარების საშუალება, არავითარი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე და არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება 2024 წლამდე. თუ ვინმეს საუბარი უნდა, უნდა ისაუბროს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.