ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრმა პარტია დატოვა

385

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა „ნაცებს“! არა ბოროტებას! „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“, – წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“- 15, ხოლო „ლელოს“ 1.

ამ დრომდე გიორგი გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა.