ცაგერის სოფელ ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

286

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქუმში მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად განახლდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი 5.7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და მდინარე ჯონოულაზე ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.

განახლებული გზა  გუშინ, 27 ოქტომბერს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სახიდე გადასასვლელი, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ნამარნევის (ნავანები) უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევებთან მისასვლელი 400 მეტრიანი საფეხმავლო გზაც.

ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი გზის პროექტის ფარგლებში, დაიწყო მდინარე ჯონოულაზე დაზიანებული 21 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია.

პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა