კორონავირუსის გამო, ხარაგაულში 2 ნოემბრამდე საბავშვო ბაღები დაიხურა

257

27 ოქტომბრიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21-ვე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ამ დრომდე 8 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია.

„იმ საბავშვო ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს, ბავშვების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. ხარაგაულში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, მივიღეთ გადაწყვერტილება, რომ 2 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში შეწყდეს.

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ საქმინობას ორი ნოემბრიდან. შესაძლოა, დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ. ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული“,  – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი