რატომ იძებნებოდა აჭარის რევოლოციის შემდეგ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ და რა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა მის მიმართ? – კითხვები ზაზა დიასამიძის მისამართით ოპოზიციაში აქვთ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აინტერესებთ ისიც, თუ რატომ იმყოფებოდა დიასამიძე საგამოძიებო უწყებაში და ხომ არ უკავშირდება ეს ჟურნალისტ, ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ნომერი მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზეც საუბრობს.
მალხაზ თავდგირიძის თქმით, დიასამიძე კერძო მეწარმეებთან მოლაპარაკებებს ახორციელებს და ჰპირდება, რომ ხმების სანაცვლოდ ტენდერებს, პირდაპირი წესით მიჰყიდის.
კითხვების ადრესატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.