დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგი ემატება, იზრდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, 300 ლარით განისაზღვრება ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლ პირთა დახმარება – ეს პროგრამები განიხილეს სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ლელა სურმანიძის ინფორმაციით, უნდა ამოქმედდეს საპილოტე პროგრამა – პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისათვის.