ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი, დავით ტაბატაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაშია, იგი ახალი მოწვევის საკრებულოში შედის. იურისტის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ ა(ა)იპ–ის დირექტორს დეპუტატის თანამდებობის შეთავსების უფლება არ აქვს.
დავით ტაბატაძე პროპორციულ სიაში რიგით მეორე ნომერია. დატოვებს თუ არა ა(ა)იპ–ის დირექტორი პოსტს ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„გადაწყდება რამდენიმე ხანში, შევაჯერებთ და დავილაპარაკებთ ამ საკითხზე“, – ამბობს ტაბატაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ტაბატაძე ორივე თანამდებობაზე იქნება, საქმე თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან გვექნება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი უკრძალავს საკრებულოს თანამდებობის პირს, იყოს შესაბამის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ააიპ–ი ფინანსდება ახალციხის ბიუჯეტიდან შესაბამისად თუ პირი დარჩება აღნიშნულ თანამდებობაზე და ტეპუტატიც იქნება ეს შეუთავსებლობაა“, – ამბობს ჩიხლაძე.
ვინ მოხვდნენ ახლადარჩეულ საკრებულოში:
N41 – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
დავით ლომიძე;
დავითი ტაბატაძე;
ნინო მიქაბერიძე;
ბესიკ ბლიაძე;
საბა კბილაშვილი;
მალვინა ბურძენიძე;
ზაზა მელიქიძე;
გურამი გელაშვილი;
მარიამ გოგოლაძე;
ნოდარი ტალახაძე;
ხორენ ოგანესიანი;
ზოია ბალიაშვილი;
მამისა დიაკონოვი;
ნოდარ ხითარიშვილი;
ნათელა ლურსმანაშვილი;
არტაშეს ბალასანიან.
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ქეთევან ბარძიმაძე;
დავითი ახალკაცი;
გოჩა ინასარიძე;
სამსონი ბალიაშვილი;
კობა სანდროშვილი;
მარიამ დალალიშვილი;
იოსებ დემეტრაძე;
ნონა ქოზაშვილი.
N25 – “გახარია – საქართველოსთვის”
მარინე აბულაძე;
გიორგი გიორგაძე;
მაჟორიტარები:
„ქართული ოცნებიდან“ 12 წევრი:
დავით სამსონიძე;
გელა ჭალიძე;
ამბარცუმ ბაბოიანი;
მერი ხაბეიშვილი;
ზურაბი ბარძიმაძე;
სიმონ გელაშვილი;
იოსებ კაპანაძე
არუთუნ აგაბაბიანი;
პეტროს ვართანიანი;
ზაალ ბერიძე;
ილია კაპანაძე.
ვლადიმერ კურტანიძე
„ევროპული საქართველოდან“ 1 წევრი:
ტარიელ ტაბატაძე