ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანა არის უკანა ეზო. ეს ქვეყანა არასდროს გახდება არავის უკანა ეზო და ეს ზუგდიდელებმა არაერთხელ დაამტკიცეს და დაამტკიცებენ 30 ოქტომბერს , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციური მთავრობა გააძლიერებს და განავითარებს საქართველოს.
„ღირსების და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის გავერთიანდით, სადაც მრავალპარტიული, მრავალფეროვანი კოალიცია გააძლიერებს, გააკონტროლებს და განავითარებს ამ ქვეყანას. განავითარებს ამ ქვეყანას ჩვენი ისტორიული არჩევანისკენ, ევროპისაკენ, იმ ადგილისაკენ, სადაც ივანიშვილი ცდილობს, რომ მოგვწყვიტოს – ივანიშვილი ჩვენ გვეუბნება, რომ „ეს ქვეყანა არის უკანა ეზო.“ ეს ქვეყანა არასდროს გახდება არავის უკანა ეზო და ეს ზუგდიდელებმა არაერთხელ დაამტკიცეს და დაამტკიცებენ 30 ოქტომბერს. ზუგდიდი დაცლილია ახალგაზრდებისგან, ქუთაისში აღარ დადიან ახალგაზრდები – მთელი ეს წლები ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან იმისთვის, რომ არ მოგწონს ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი“, – განაცხადა საბა ბუაძემ.