კელი დეგნანი: არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანას აზიანებს

339

ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ექნებათ თავდაჯერებულობა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და მიიღონ შედეგები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანას აზიანებს.

„ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ექნებათ ნდობა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და მიიღონ შედეგები. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, რომ არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანას აზიანებს – როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ პროგრესს.

თუ უსამართლობას გრძნობ, არსებობს ბევრი გზა იმისათვის რომ იბრძოლო. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ეს ბრძოლა მოხდება დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის პარლამენტი, სადაც შესაძლებელია ცვლილებებისთვის ბრძოლა. იმედი მაქვს, რომ ქართველი ამომრჩევლები ამ გზით იბრძოლებენ”, – განაცხადა ელჩმა.