თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება” მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეკრებას მართავს

224

თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” შემაჯამებელი შეკრება დაიწყო. შემაჯამებელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

მოქალაქეები აქციას, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან შემოუერთდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ “ქართულ ოცნებას” და მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიმარჯვოს.

ღონისძიებაზე მხარდამჭერებს პირველად საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.