რუსთავში საცხენოსნო სკოლა მოეწყობა

395

რუსთავში საცხენოსნო სკოლა მოეწყობა. სკოლის მოწყობა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე იგეგმება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

22 496 კვ.მ მიწის საიჯარო აუქციონზე გატანას რუსთავის საკრებულოს უკვე კენჭი უყარა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ქავთარაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, აუქციონზე გამარჯვებულ კომპანიას მიწა იჯარით 30 წლის ვადით გადაეცემა და  ვალდებული იქნება, რომ  მოაწყოს საცხენოსნო სკოლა, პირველი ორი წლის განმავლობაში 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და უფასოდ მოემსახუროს საცხენოსნო სკოლის მოწყობის შემდეგ შშმ პირებს, რომლებისთვისაც აღნიშნული თერაპიის საშუალებაა.