,,შენი იდეა ბათუმს” პროექტის ფარგლებში სულ 71 იდეა დარეგისტრირდა

363

„შენი იდეა ბათუმს“ – მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. განიხილეს შესული განცხადებები, რის შემდეგაც პროექტები შესაბამის სამსახურებს გადაეცემათ, ბოლოს კი იდეის ავტორებთან შეთანხმებით, პროექტებად ფორმირდება.

,,შენი იდეა ბათუმს” პროექტის ფარგლებში სულ 71 იდეა დარეგისტრირდა.

ხმის მიცემის პროცესი 15 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბრამდე შეძლებთ ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ პროექტს.