30 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრი ქარელშიც ერთიანდება – „ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის მერობის კანდიდატ ნიკოლოზ ახალკაცს მხარდაჭერას 5 პოლიტიკური პარტია უცხადებს.
მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს. აღნიშნეს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქარელის მერია კოალიციური იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის კონკურენტი “ოცნებიდან” ზაზა გულიაშვილია. ის ქარელის მერობისთვის მესამე ვადით იბრძვის და როგორც მთავარისთვის არის ცნობილი, კრიმინალური წარსული აქვს.
“ერთიანი ძალებით დავამარცხებთ დღევანდელ ხელისუფლებას, შევქმნით კოალიციურ მთავრობას და ვიზრუნებთ ჩვენი რაიონის განვითარებაზე”, – ამბობენ ოპოზიციაში.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.