ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი გუნდის უპირველესი ამოცანა პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება იქნება. ქუთაისში კოალიციური გუნდის წარდგენამდე მან ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“პირველი და უპირველესი, რაც ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს იქნება, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო, ადმინისტრაციული სტატუსი. სტატუსი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს. ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი იქნება გამორჩეული, ღირსეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი”, — განაცხადა დეკანოიძემ.
მან, ასევე, ქუთაისში შერიფის არჩევის იდეა გააჟღერა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ისინი მოახერხებენ იმას, რომ ქუთაისმა საკუთარი პოლიციელი აირჩიოს.