ხატია დეკანოიძემ ქუთაისის მერის მოადგილეობის ოთხი კანდიდატი წარადგინა

385

ქუთაისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამის გამოსვლამდე ხატია დეკანოიძემ ქუთაისის მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.

პროგრამის წარდგენამდე ხატია დეკანოიძემ კოალიციური გუნდის წევრები წარადგინა:

  • ვიცე-მერობის კანდიდატი – ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის)
  • ვიცე-მერი – იმედა კლდიაშვილი (გირჩი-მეტი თავისუფლება)
  • ვიცე-მერი – რევაზ ჩომახიძე
  • ვიცე-მერი – თემურ ცამციშვილი