დაპირისპირება რუთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

361

რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, დაპირისპირებისას დაშავებული სამივე პირი პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ კი მათ ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე მის შტაბზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი სუს-ის ორგანიზებული იყო, მომხდარის ყველა დეტალი გადაღებულია და აუცილებლად ეცნობებათ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე სადამკვირვებლო მისიებს.