აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მცხოვრებ 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება

286

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის N54 და ხინიკაძის ქუჩის N4 მცხოვრები 70 ოჯახი ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განმარტებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, უახლოეს პერიოდში ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებენ.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნული ოჯახის წევრებს შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბინების გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დასკვნით ეტაპზეა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.