გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და შესაბამისი ოქმი გამოსცა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბერს არჩევნების დღეს 4 საჩივარი დაიწერა, რომელმაც შედეგებზე გავლენა ვერ იქონია. გურჯაანის ახალი მოწვევის საკრებულო სავარაუდოდ ნოემბერში შეიკრიბება, სადაც თამჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 პარტია იქნება წარმოდგენილი და 39 წევრისაგან დაკომპლექტდება.