გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი მუშაობას 27 ოქტომბრიდან დაიწყებს-რა გეგმები აქვს?

802

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოვალეობის შესრულებას 27 ოქტომბრიდან შეუდგება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ზურაბ უტიაშვილი, ამ ეტაპზე, თვითმმართველობაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა სამსახურებსა და განყოფილებებში საჯარო მოხელეთა გადანაცვლება მოხდეს.

ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია, თუ ვის შეარჩევს მოადგილეებად. კანდიდატურების განხილვა უკვე დაიწყო. მას შემდეგ რაც უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგება 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვაში აქტიურად ჩაერთვება.

უახლოესი სამომავლო გეგმები კი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ქალაქში საპარკინგე აგდილების მოწყობა და მინიციპალური ტრანსპორტის ამუშავებაა.