9 წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ 8 არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფოთში განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.
„არაერთხელ იყო იმის საშუალება, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრებულიყო, თუმცა, ყოველ ჯერზე ისინი მაინც თავის ამოყოფას და საკუთარი ბოროტი ზრახვების რაღაც დონეზე განხორციელებას ახერხებენ.
ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც როგორც ისინი აცხადებენ, ე.წ. რეფერენდუმი იყო. მათი ბელადი, ბოროტმოქმედი მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ეს ორი ფაქტორი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.