“მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას, რეალური მათი პრობლემების გადაჭრას,”- განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ.
მიისვე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა დღეს რეალურად არის დიდი სირცხვილი.
მთავრობის მეთაურმა კონკრეტულად ხობის მუნიციპალიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალიტეტში, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
“დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა რეალურად არის დიდი სირცხვილი, ასე ვიტყოდი პირდაპირ.
ასე რომ, მინდა, ჩვენი ხობის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და რეალური მათი პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.