ქუთაისში ე.წ. კანალიზაციის მოწყობის მასშტაბური პროექტი აღარ განორციელდება. ოპოზიციის ინფორმაციით, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გააუქმებული სესხის ხელშეკრულებაა.
დოკუმენტი ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა შუშანიამ წარმოადგინა. მისი თქმით, ეს “ქართული ოცნების” მორიგი ცრუ დაპირებაა.
“ქუთაისელებს კარგად ახსოვთ როგორ პირდებოდათ ბატონი ღარიბაშვილი და როგორ აანონსებდა პირველი პრემიერობის დროს, რომ ქუთაისში კანალიზაციის სისტემა მთლიანად გამოიცვლებოდა. ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები, კანდიდატები დადიოდნენ და ამ თემას აახლებდნენ. სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ იმ 100 მილიონ ევროზე, რომელიც მათ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აიღეს, მთავრობამ უარი გაანცხადა”, – თქვა გიგა შუშანიამ.
ცნობისთვის, ქუთაისში არჩევნების მოერე ტურია დაგეგმილი, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.