სანამ ვიქნები დედაქალაქის მერი, ოე თანამდებობას არ დავიკავებ – ამის შესახებ ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური, ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციისას გააკეთა განცხადება.
მელია ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს:
მე გამარჯვების შემდგ, მას შემდეგ რაც 30 ოქტომბერს და მჯერა, რომ თბილისი მხარს დაუჭერს მრავალფეროვნებას, ვალდებული ვარ, რომ ვიყო პირნათელი თბილისელებთან მიმართებაში და მჯერა, რომ სწორ ნაბიჯს გადავდგამ, თუ მე აღარ დავიკავებ პარტიულ მაღალ თანამდებობას ნაციონალურ მოძრაობაში და გამარჯვების შემდეგ, პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ” განაცხადა ნიკა მელიამ.
თუმცა, მელიას თქმით, ის დარჩება გუნდისა და პარტიის რიგით წევრად.