ბათუმის 35 წევრიან საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს „ქართული ოცნება“ პროპორციული სიით, რომელსაც დაემატება მაჟორიტარები. ჯამში სახელისუფლებო პარტიას სავარაუდოდ ეყოლება 16 დეპუტატი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრი შეჰყავს საკრებულოში + 3 მაჟორიტარი 1 პროპორციული მანდატი კი ლელოს ერგო.
ამ მოწვევის საკრებულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციას დაიკავებს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც 3 წარმომადგენელი ეყოლება. ჯამში ოპოზიცია 19 დეპუატატით იქნება წარმოდგენილი.