ენმ არჩილ ჩიქოვანის მიმართ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს

508

ბათუმში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი სისხლის სამართლის დამნაშავეა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურაში არჩილ ჩიქოვანის წინააღმდეგ არაერთი საქმეა შეტანილი და მან არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურა უნდა მოხსნას.

რეზო ხარაზის განცხადებით, პროკურატურა სუბიექტურად იქცევა და არჩილ ჩიქოვანის საქმეზე დუმს.

„27 სექტემბერს საქართველოს პროკურატურას მივმართეთ, კონკრეტული კითხვებით, რომელიც არჩილ ჩიქოვანის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა. კითხვები მის კორუფციულ საქმეს ეხებოდა, კერძოდ საავტომობილო დეპარტამენტში. პროკურატურას პასუხი არ გაუცია. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ, რომ არჩილ ჩიქოვანი სისხლის სამართლის დამნაშავეა“, – აცხადებს რეზო ხარაზი.