გრიგოლ გეგელია: „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველას გაერთიანება ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია

657

პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ ყველა იმ პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იბრძვის, მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა გაერთიანდეს.

„ჩვენი პრინციპის კვალდაკვალ ყველა სხვადასხვა კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იბრძვის დავუჭერთ მხარს, იმ პრინციპის გამოხატულებად, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველას გაერთიანება ჩვენი ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გამოვდივართ არა პირადი სიმპათიებით ან ანტიპათიებით, არამედ გამოვდივართ სახელმწიფოებრივი მიზეზებით. ამ არჩევანისას ჩვენ სახელმწიფოებრივი მიზეზებით დავუჭერთ მხარს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, იმისათვის რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს“, – განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.