სერგო ჩიხლაძე: სადაც მეორე ტურია, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს

640

სადაც მეორე ტური არის, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია ამას გააკეთებს მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი იქნება ოპოზიციური კანდიდატი.

მისივე თქმით, ამ მიზნისთვის მისი პოლიტიკური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს.

„ეს იქნება ზოგადად ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაცია და კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ არჩევნებზე მოსვლა და მაღალი დასწრება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოპოზიციური ამომრჩევლის. ასევე, ჩვენ, როგორც საარჩევნო სუბიექტს, გვყავს კვალიფიციური საარჩევნო კომისიის წევრები. შესაბამისად, ეს რესურსი მთლიანად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ოქტომბერს გაიმართება.