ქუთაისში 37 საბავშვო ბაღიდან 15-ში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი კვირით სწავლის შეწყვეტის მიზეზი პერსონალისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა.
რაც შეეხება სკოლებს, სამ სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი, ხოლო 38 სკოლაში 50 კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.