ნაცვლიშვილი: ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონცენტრაციის საგანია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა

343

ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონცენტრაციის საგანი არის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა – საერთო ოპოზიციური ძალისხმევის გაერთიანება კოალიციური მმართველობის იდეის გარშემო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, კოიციური მმართველობის ჩამოყალიბებაა ის, რაც გამოსავალს მოიტანს.

„ჩვენ სწორ სვლას ვხედავთ შემდეგში: მთავარი კონცენტაციის საგანი არის კოალიციური მმართველობა და არა რომელიმე ერთი პარტიის ირგვლივ ან „ქართული ოცნების” რომელიმე ერთი პარტიით ჩანაცვლება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიას გუშინდელი გზავნილი, რომელიც კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ცალსახად საუბრობდა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.