ადიგენის საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია შევა

1021

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მოწვევის საკრებულო ადიგენის მუნიციპალიტეტში 33 წევრით დაკომპლექტდება. N38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა მაჭარაშვილის თქმით, 24 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, 9 კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში შევლენ ყოფილი მერი, ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„სულ პარტიული სიით 22 მანდატი ეკუთვნის ადიგენის საკრებულოს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 14 მანდატი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 8. რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 1 კანდიდატი გავიდა, „ქართული ოცნებიდან“ – 10“, განაცხადა ჯაბა მაჭარაშვილმა.

როდის გაიმართება ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

პროპორციული სია:

„ქართული ოცნება“ – 14 წევრი

შმაგი ბიძიშვილი, ზაზა მღებრიშვილი, გვანცა ჩირგაძე, შალვა გავაშელი, გელა შავაძე, რუსუდან ტაბატაძე, ზაქარია ენდელაძე, დავით აბულაძე, ინა კაპანაძე, კობა ხარშილაძე, იაგორ ასანიძე, ნათია ხარშილაძე, ნუგზარ ობოლაშვილი, ზაზა გავაშელი.

„ნაციონალური მოძრაობა“ – 8 წევრი

მარიამ დათიაშვილი, გივი აღლემაშვილი, თენგიზ ქომოშვილი, ლევან ბოლქვაძე, მანანა ხოზრევანიძე, კობა ენდელაძე, ზაზა დემეტრაძე, გოჩა ხარაიშვილი.

მაჟორიტარი წევრები:

„ქართული ოცნება“

ნუგზარ ქაშიბაძე, გენადი ბოლქვაძე, ელდარი კბილაშვილი, იმედა მღებრიშვილი, გაბრიელ ბალახაშვილი, გოჩა ჩიტორელიძე, გიორგი ქიმაძე, ჯაბა ხოზრევანიძე, თეიმურაზ მიქელაძე, ბადრი ვაშაყმაძე,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

თენგიზ ქომოშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბრის არჩევნებზე 18 უბანი გაიხსნა. მაჟორიტარობის კანდიდატები 4 პარტიას ჰყავდა წარდგენილი პარტიული სიით  კი 7 პარტია იყო დარეგისტრირებული.