ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, კომისიებში მათი პარტიის პოლიტიკური ფიგურები არჩევნებს დააკვირდებიან.
ბოკერია მოუწოდებს სხვა პარტიის წევრებსაც, რომ იგივე ქნან, რადგან ამით გარკვეული რისკები შემცირდება.
“ჩვენ ვაპირებთ დამკვირვებლად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ისინი, ვინც სიაში იყვნენ, ვინც მეორე ტურში აღარ არის და უფლება აქვს დაკვირვების, რომ გავურთულოთ ამოცანა კომისიის რიგით წევრებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, სრული პატივისცემით ვამბობ ამას, მათზე ზეწოლის, მათი კომპეტენციის პრობლემის. იგივე უნდა გააკეთონ ჩემი აზრით სხვა პარტიების წარმომადგენლებმა, სადაც კომისიებში დამკვირვებლად პოლიტიკური ფიგურების მივლენა იქნება ფაქტორი, რომელიც რისკებს შეამცირებს.
ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მეორე ტურებში დიდ ქალაქებში ისეთი შედეგი დავდოთ, რომ უზარმაზარი ბზარი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის. ეს იქნება საყრდენი, როგორც ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის შემდგომი კამპანიის, ისე პოლიტიკური დევნის შეჩერების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანიის, ქვეყნის შიგნით და გარეთ”. – ამბობს ბოკერია.
საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.