საბა ბუაძე: მეორე ტურში მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს, ცაგერში გახარიას პარტიას ჰყავს მერობის კანდიდატი, მასაც კი დავუჭერთ მხარს

190

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მისი პარტია მხარს მხოლოდ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელსაც. ამის შესახებ ბუაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, 41 ნომრის ცვლილება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

„კოალიციის მოცემულობა დღეს არ დგას. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევა არ ნიშნავს კოალიციის შეკვრას. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში! პარტიების, მათ შორის, გახარიას პარტიის შეჯერება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე, არ ნიშნავს კოალიციურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში – არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მეორე ტურში მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს. მიუხედავად ჩვენი და ჩემი დამოკიდებულებისა, ცაგერში გახარიას პარტიას ჰყავს მერობის კანდიდატი და ამ მოცემულ შემთხვევაში იმიტომ, რომ ცვლილება არის 41 ნომრის ცვლილება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, მასაც კი დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ბუაძემ.