ცოტნე კობერიძე 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე: „გირჩი მეტი თავისუფლება“ ამ აქციას არ უერთდება

218

ოფიციალურად „გირჩი მეტი თავისუფლება“ ამ აქციას არ უერთდება, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს წარმომადგენელმა, ცოტნე კობერიძე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ეს არის ერთი პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაგრამ ეს არის ერთი პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. ჩვენ პარტნიორები ვართ, მაგრამ მათ შორის ჩვენთან არავის შეუთანხმებია, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა, პოლიტიკური სიტუაცია როგორ იქნებოდა“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.