„გირჩის“ წევრის, ლექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „გირჩი“ 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას არ შეურთდება.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლება.
„გირჩი“ არ უერთდება ამ აქციას. ზოგადად ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა და არ მგონია, ახლა განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ბუნებრივია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლება. ვნახოთ, რამდენი ადამიანი მოვა და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.