ცაგერის მერობის კანდიდატი: ადგილობრივი ხელისუფლება ისეთივე ბინძური მეთოდების გამოყენებას განაგრძობს, რასაც პირველ ტურშიც ჰქონდა ადგილი

454

პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი განცხადებას ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება განაგრძობს ისეთივე ბინძური, ცილისმწამებლური და უკანონო მეთოდების გამოყენებას, რასაც პირველ ტურშიც ჰქონდა ადგილი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხევაში შეჩერდება ყველა ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, აღარ გაიცემა პენსია და სოციალური დახმარება და ყველა საჯარო მოხელე გათავისუფლდება სამსახურიდან .

ცხადია, ეს არის ტყუილი და ხელისუფლების უსუსური მცდელობა , როგორმე გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე და დაშინების გზით გაიმარჯვოს არჩევნებში.

ჩემი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ იგეგმება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი
საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება;

გაიზრდება ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალი;

რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას; სოფლების უმეტეს ნაწილში დაიგება ახალი გზა;

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები აქტიურად იქნებიან ჩართული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.

ადგილობრივი ახალგაზრდობა ჩაანაცვლებს უმოქმედო პოლიტელიტას.”