ნიკა მელია უახლოეს დღეებში ჩრდილოვან მთავრობას წარადგენს

334

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციას პრეზენტაცია ექნება, სადაც საუბარი იქნება კონკრეტულ გეგმებზე. ნიკა მელია ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, დედაქალაქ მრავალპარტიული მთავრობა ეყოლება.

“მიმდინარეობს აქტიური კონსულტაცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია მთელი რიგი მიმართულებით, კონკრეტული საკითხები, როგორ გადაიჭრება მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერია მრავალპარტიული მმართველობა.

აღმასრულებელი ხელისუფლება დედაქალაქში, რომელშიც 25 წამყვანი ფიგურა შედის, რა თქმა უნდა, დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა განსხვავებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით და რამდენიმე ადამიანი იქნება ისეთი, რომელსაც არანაირი კუთვნილება არ აქვს”,– თქვა ნიკა მელიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.