„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

257

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს. ისინი მირანდა მესხს ბიულეტენების კონვერტის უკანონოდ გახსნაში ადანაშაულებენ და ეჭვი აქვთ, რომ მან „ქართული ოცნების” სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენები შეცვალა.

„ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიების იმედი არა მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ასეთი საქმე აქვთ თაროზე შემოდებული, მაგრამ ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ამ ფაქტს და მირანდა მესხს მოუწევს ციხეში ჩაჯდომა”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ.­