ბათუმში, ოქმში დაფიქსირებული 6 ხმა გადათვლის შემდეგ 106 აღმოჩნდა

377

საჩივრების განხილვა დასრულდა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წევრებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ‘“გახარია საქართველოსთვის“ საჩივრები განიხილეს, საქმე ეხებოდა 15-ზე მეტ უბანს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის  წარმომადგნლები  უბნების გადათვლასა და კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.