„ლელო საქართველოსთვის“, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ 79-ე საარჩევნო ოლქმა საჩივრები არაადეკვატურად განიხილა.
მათი განმარტებით, მე-7 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის მაჟორიტარულ ნაწილში, 925 ბათილი ბიულეტენის გადათვლას ითხოვდნენ, რაზეც უარი უთხრეს.
გუნდში ეჭვობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებაა, რადგან მეორე ტური არ ჩატარებულიყო.