მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციების – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნები” და ორგანიზაცია “2020-ის” მიერაა შეტანილი, რომლებიც #18 უბნის სრულად, ხოლო #21 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ.
“დღის წესრიგში გვაქვს ორი – #21 მცხეთის და #18 საარჩევნო უბნების საკითხის განხილვა. საჩივარი შემოსულია ამ ორი უბნის გადათვლაზე. #21 უბანზე მხოლოდ და მხოლოდ ბათილ ბიულეტენებზე საუბარი. #18 უბანზე მთელი უბნის გადათვლა არის მოთხოვნილი, ვინაიდან, გაცემულ ბიულეტენებზე ერთი ხელმოწერა ნაკლებია”, – განაცხადა მცხეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილმა.
საჩივრების განხილვის პროცესს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ესწრებიან. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წევრებიც.