ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოს 45 წევრი ეყოლება. იქნება 5 დეპუტატით ნაკლები, ვიდრე არის ამ დრომდე მოქმედ 50 წევრიან საკრებულოში. ეს საარჩევნო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მაჟორიტარული ოლქების შემცირებას გულისხმობს. 45 წევრიან საკრებულოში 15 დეპუტატი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, დანარჩენი 30 კი პროპორციულით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიების დეპუტატები იქნებიან. ესენია:
ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , რომელმაც ამომრჩეველთა 22 166 ხმმა (43,16%) მიიღო. მას სავარაუდოდ პროპორციული სიით 14-15 მანდატი ექნება, პლიუს 9 მაჟორიტარული.
მმართველმა პარტია”ქართულმა ოცნებამ” 20 577 ხმა მიიღო (40,06%) და სავარაუდოდ 13 ან 14 დეპუტატი ეყოლება. ამას დაემატება 5 მაჟორიტარი.
ოპოზიციური პარტია “გახარია-საქართველოსთვის” – 5463 ხმით (10,64%) შევა, რაც 3 მანდატია.
ჯამში 45 წევრიან საკრებულოში 23-24 წევრი ეყოლება ენმ-ს, ხოლო 19 ან 20 “ქართულ ოცნებას” , 3 კი პარტია “გახარია-საქრთველოსთვის”.
უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 15 საარჩევნო ოლქიდან 5-ში გამარჯვება მოიპოვეს “ქართული ოცნების” კანდიდატებმა, 9-ში “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” წევრებმა. გაურკვეველია #4-ე ოლქიდან დეპუტატის ვინაობა, რადგან აქ 40%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა პირველ ტურში. “ნაციონალური მოძრაობიდან” ზვიად ჯღარკავამ ამომრჩეველთა ხმების 39.84% მიიღო, “ქართული ოცნებისდან” ირაკლი ჯანაშიამ კი 38.95% .
პროპორციული სიით საკრებულოში შემსვლელი კანდიდატების სავარაუდო სია
ენმ-ს პარტიული სიის მიხედვით, საკრებულოში შემსვლელი პირველი 14-15 პირს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებით მოიპოვეს მანდატები, ამიტომ მათ ადგილებს რიგითობითა და სქესის მიხედვით ჩაანაცვლებენ თანაპარტიელები. სიაში ცვლილება შეიძლება შევიდეს იმ შემთხვევაშიც თუ რომელიმე წევრი უარს გამოთქვამს საკრებულოს დეპუტატობაზე. ამ შემთხვევაშიც იგივე წესით მოხდება ადგილმონაცვლის დამატება.
ჩვენი გამოთვლით, საკრებულოს წევრები ხდებიან:
1. თეიმურაზ ბასილაია;
2. გიორგი ბიგვავა;
3. მაია კალანდიას, რომელმაც მაჟორიტარული ოლქი მოიგო, სავარაუდოდ ჩაანაცვლებს ხათუნა შამუგია;
4. კახაბერ ჩანგელია;
5. თენგიზ მამფორიას, რომელმაც მაჟორიტარული ოლქი მოიგო, სავარაუდოდ ჩაანაცვლებს დავით ფიფია;
6. მაია გაწერელია;
7. პაატა ადამია;
8. გიორგი ფიფია;
9. მარიამ ახალაია;
10. გიორგი სორდიას, რომელმაც მაჟორიტარული ოლქი მოიგო, სავარაუდოდ ჩაანაცვლებს თენგიზ ჯიქია;
11. იგივე მიზეზით ბესიკ გაბუნიას სავარაუდოდ თემურ ღურწკაია ჩაანაცვლებს;
12. დარიკო არქანია;
13. დავით ვეკუა;
14. მერაბ ჭაჭუას, ასევე როგორც გამარჯვებულ მაჟორიტარს სავარაუდოდ ზვიად ჯღარკავა ჩაანაცვლებს;
გამარჯვებული მაჟორიტარები ენმ-დან
1. ირაკლი სორდია
2. თენგიზ მამფორია
3. მერაბ ჭაჭუა
4. ბესიკ ჭეჟია
5. მანუჩარ ფიფია
6. გიორგი სორდია
7. ბესიკ გაბუნია
8. მაია კალანდია
9. ლაშა ბეჭვაია
“ქართული ოცნებიდან” სიის მიხედვით საკრებულოს დეპუტატები გახდებიან:
1. ირაკლი გოგოხია
2. ბესიკ ჭეჟია
3. ნანა ხუფაცარია
4. კონსტანტინე უბერი
5. ოთარ ქადარია
6. ნატალია შეროზია
7. ირაკლი ლაგვილავა
8. მეჟან შანავა
9. ეკატერინე კიფაია
10. სანდრო სორდია
11. ნიკოლოზ ფიფია
12. თამუნა ჯიქია
13. ირაკლი ბაღათურია
14. გიორგი კორტავა
“ქართული ოცნების” გამარჯვებული მაჟორიტარები:
1. თაზო ფაცაცია
2. მამუკა ყურაშვილი
3. ედიტა კოდუა
4. გიორგი ფიფია
5. ჯონი ჯიქია
“გახარია საქართველოთვის” წევრები შევლენ მხოლოდ პროპორციული სიით. პარტიის წარდგენილმა კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს მაჟორიტარულ ოლქებში.
საკრებულოს დეპუტატი სიის მიხედვით კი უნდა გახდეს:
1. მალხაზ თორია
2. გიგა ფარულავა
3. ბელა მოსია
2 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა მმართველ პარტიას “ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” აქვს (46,74%). მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” (30,68%), მესამეზე კი “გახარია-საქართველოსთვის” (7,79%).
რაც შეეხება მერების არჩევას, 59 თვითმმართველი თემიდან – 15-ში: ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, თელავი, თიანეთი, ხაშური, ქარელი, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, ხელვაჩაური, მეორე ტური გაიმართება, რადგან ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ასევე მეორე ტურია საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.
პირველ ტურში ზუგდიდის შედეგი ასეთია: ანზორ მელია (ენმ) – 46.88%; მამუკა წოწერია (“ქართული ოცნება”) – 41.15%.