ხულოს საკრებულოში 24 მანდატიდან 22 პარტიებზე პირველივე ტურში გადანაწილდა. დარჩენილ ორზე კი მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
რაც შეხება პირველი ტურის შედეგებს, მაჟორიტარული მანდატებიდან 6 ქართულმა ოცნებამ უკვე მოიპოვა, გარდა ამისა მმართველ პარტიას პროპორციული სიით მიღებული 7 მანდატი აქვს.
ოპოზიციიდან 2 ოქტომბრის არჩევნებზე 6 მანდატი მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, 1 გახარია საქართველოსთვის, 1 ლელომ და ერთიც სტრატეგია აღმაშენებლის პარტიამ.
შესაბამისად ხულოს საკრებულოში 5 პარტია იქნება წარმოდგენილი და უმრავლესობაში, კვლავ ქართლი ოცნება იქნება, რადგან მეორე ტურის შედეგები მოცემულობას არსებითად ვერ შეცვლის.