არჩილ ჩიქოვანი: დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება – დამიდასტურდა კოვიდი

278

“ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – არჩილ ჩიქოვანი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, საარჩევნო კამპანიას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

“სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან ერთად.

მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის”, – წერს სოციალურ ქსელში ჩიქოვანი.