ხმაური იყო დღეს სამტრედიაში. 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
შეკრება დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ადგილზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერები გამოჩნდნენ.
ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, როგორც ოპოზიციის, ასევე, იქ მობილიზებული მედიის მისამართით.
ოპოზიციის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი საოლქოსგან, რამდენიმე უბანზე, ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.