ზველისა და საროს საჯარო სკოლებს წელს პირველკლასელი არ ჰყავს

411

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ტრისტან მურადაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში, ზველსა და საროში, პირველკლასელები არ ჰყავთ, მხოლოდ ერთი პირველკლასელია სოფელ ორგორაში. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალ სასწავლო წელს ასპინძის საჯარო სკოლებმა ჯამში 136 პირველკლასელი მიიღეს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის განმარტებით, წიგნებთან ერთად მოსწავლეებს „ბუკებიც“ გადაეცათ,  კომპიუტერის გარეშე მხოლოდ ოთხი პირველკლასელია დარჩენილი. „ უახლოეს დღეებში ისინიც  მიიღებენ“, – ამბობს ტრისტან მურადაშვილი.